თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა ჯგუფი “თავისუფლების მოედანი” შექმნეს
თელავში სამოქალაქო აქტივისტემა ჯგუფი “თავისუფლების მოედანი” შექმნეს, რომლის მთავარი ფუნქცია თელავში დემოკრატიულ პროცესების ხელშეწყობა იქნება.
ჯგუფის წევრების განმარტებით, ისინი მუშაობისას იმ საკითებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რაც თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს რეალურად აწუხებთ. მათი მუშაობა მიმართული იქნება ადგილობრივ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე; დემოკრატიის ხარისხის ვარდნის პროცესის შეჩერებისკენ; მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული მმართველობის ხელშესაწყობისკენ;
თელავის პარალელურად მსგავსი ჯგუფები იქმნება იმ ქალაქებში, სადაც წარმოდგენილია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში.