მშობლების კულინარიული შეჯიბრი თელავში- ფოტოები
თელავის მეოთხე სკოლის მეექვსე ბ კლასის მოსწავლეების, მშობლების, კლასის დამრიგებლის, ეკატერინე გურგენაშვილის და საგნის მასწავლებლების ჩართულობით, მოეწყო გასვლითი ღონისძიება ,,შემოდგომა საქართველოში”.
მოსწავლეებმა და მშობლებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მათთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებები და მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ შეჯიბრში.