თელავში დამზადებული წვენების ექსპორტი ჩეხეთში, ლიეტუვაში და საფრანგეთში იგეგმება
ქართული ნატურალური წვენები ,,ალალი“ Anuga 2023-ის საერთაშორისო გამოფენას სტუმრობდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, გამოფენის ფარგლებში კომპანიამ ახალი კავშირები დაამყარა და საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზეც აქტიურად დგამს ნაბიჯს, რაშიც გლობალურ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან დაეხმარა.
კომპანიის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება და ,,ალალის“ ბრენდით ქართული წვენები გავა ჩეხეთის ბაზარზე. ასევე ლიეტუვაში და სავარაუდოდ საფრანგეთშიც, რასაც Anuga 2023-ის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი.
„ცოტა ხნის წინა კილონს ვსტუმრობდით, უფრო ადრე კატარის გამოფენაზე გახლდით. ასეთი მაღალი დონის გამოფენები დიდ იმედს იძლევა მომავალი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ველოდებით მოთხოვნის სოლიდურ ზრდას. საკმაოდ მასშტაბური გეგმები გვაქვს. შიდა ბაზარზეც უფრო გავფართოვდებით და ადგილზე უფრო მეტი მოქალაქეების დასაქმებას შევძლებთ“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე.
„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.