ახალი ამბები

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

ცნობისთვის, აღნიშნული სიახლის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა ცნობილი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.

მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში პერუში 49 847 140 აშშ დოლარის ექსპორტი, ხოლო იქიდან 383 770 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს თუ რას ყიდის და ყიდულობს საქართველო პერუში.