ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა

თელავში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა.

17 წლის ბიჭს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ და ის ამ დრომდე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის არეში მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი მდგომარეობა, პირველივე დღეებიდან მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 7 ოქტომბერს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრი დაშავდა.

სამი ახალგაზრდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, ხოლო მეოთხე ახალგაზრდას 1 კვირის განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობდნენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.