კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.