გურჯაანელებისთვის ცნობილი და განსაკუთრებული ადამიანი, ვალერი მაზანიშვილი გარდაიცვალა
გურჯაანმა, კიდევ ერთი და ალბათ არავისზე ნაკლები კოლორიტი, ვალერი მაზანიშვილი დაკარგა- წერენ გურჯაანში მცხოვრებლები.
მან ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად შეძლო ბევრ სამსახურს საკუთარი შრომით დახმარებოდა. მუნიციპალიტეტში ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახის და თემატიკის გაზეთების გავრცელებას ახდენდა როგორც ქალაქში, ისე სოფლებში.
მან საკუთარი სითბოთი, კომუნიკაციითა და თავმდაბლობით,ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. ის იყო ადამიანი, რომელსაც გურჯაანში ყველა ცნობდა და პატივს სცემდა.
წლების წინ, როცა ,,კახეთის ხმა” გაზეთის სახით აწვდიდა ინფორმაციას სამიზნე აუდიტორიას, ვალერი იყო ადამიანი, რომელიც მედიებს თავდაუზოგავად ეხმარებოდა გაზეთების გავრცელებაში.
,,თუ გინდოდა გაგეგო, როგორი იყო სიკეთე და როგორი იყო კეთილი ადამიანი, ვალერისთან მინიმუმ 1 წუთი უნდა გაგეტარებინა. სადაც მიდიოდა უჩვეულო სითბო და ადამიანობა მიჰქონდა. სიცოცხლეშივე თავის წილ სამოთხეს დაატარებდა და დარწმუნებული ვარ იქაც სამოთხეში იქნება”,- წერენ გურჯაანში მცხოვრებლები.
Knews.ge მწუხარებას გამოთქვამს ვალერი მაზანიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
ფოტო: თემურ ბუწაშვილი