თელავის ახალგაზრდული ცენტრის კამპანია გოგონების გაძლიერებისთვის
11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღე აღინიშნება, თელავის ახალგაზრდულმა ცენტრმა ჩაატარა ამ დღისადმი მიძღვნილი კამპანია, რომელის მიზანიც გოგონებისთვის მათი უფლებების გაცნობა, სოლიდარობა და გაძლიერება იყო.
კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები შეხვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ გააცნეს ის შესაძლებლობები და სერვისები, რაც უნდა გამოიყენონ როდესაც ძალადობას შეესწრებიან ან თვითონ გახდებიან მსხვერპლი.
ასევე თელავის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო თავისუფალი სივრცე, სადაც ახალგაზრდები წერდნენ მესიჯებს გოგონების უფლებების, მათი დაცვის და მოტივაციის შესახებ.
ღონისძიებაზე მოეწყო პერფორმანსი, სადაც ახალგაზრდებმა განასახიერეს ის ძირითადი სიტუაციები, რომელიც ხშირად გადახდებათ ხოლმე გოგოებს და ამის შესახებ არაფერს ამბობენ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან 11 ოქტომბერი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას ისახავს მიზნად. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერული უთანასწორობის შესახებ, რომელსაც გოგოები, მათი სქესის გამო, მთელს მსოფლიოში აწყდებიან. ამ დღის მიზანია, გოგოების დაცვა დისკრიმინაციისგან, ქალთა მიმართ ძალადობისა და იძულებით ბავშვთა ქორწინებისგან.