ახალი ამბები

გურჯაანში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე საათის წინ იმ დროს მოხდა, როცა თანატოლები თამაშობდნენ. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ მათგანს პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და იქვე მყოფ ბავშვს მოხვდა.

მიღებული დაზიანებით სკოლის მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.