ახალი ამბები

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კაცი ამ დრომდე მიმალვაშია

14 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონიძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიიღო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბლოში მცხოვრები, 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვი, მეუღლის მკვლელობის შემდეგ, ჯერ კიდევ მიმალვაში იმყოფება. პროკურატურამ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები, ბრალის წარსადგენად საკმარისად მიიჩნია და მამაკაცისათვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება, ამის შესაბამისად მიიღო.

ასლან სადიგოვმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა. ქორწინებიდან თავის დაღწევის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 6 ოქტომბერს, გოგონამ ქმრის ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს გაქცევა სცადა. ალიმ ასლანოვმა ის ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამსრთლის კოდექსის 11’109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.