თელავში ,,ღვინის დღეების” ფარგლებში ღონისძიებები იმართება
თელავში, ,,ღვინის დღეების” ფარგლებში, მოწყობილია სხვადასხვა თემატური სივრცეები და შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართება.
ადგილზე მისულ ადამიანებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ღვინო და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში.
ღონისძიების პროგრამა:
14:00–18:30 მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–17:00 „ქართული ღვინის ისტორია და მნიშვნელობა“ – საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
14:00–18:30 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
14:00-18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
14:30-18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და სახალისო გაკვეთილები: ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭლის მოხატვა.
14:00-18:30 საგამოფენო სივრცე – “ყურძნის ჯიშები საქართველოში”.
15:00-16:00 “თეატრალური კვარტეტი“.
16:15-17:15 მუსიკალური გაფორმება: მომღერალი ანა უზნაძე.
18:30-20:00 გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.