ღვინის დღეები კახეთში თელავიდან დაიწყო- ფოტოები
ღვინის დღეები კახეთში თელავიდან დაიწყო.
ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ამასთანავე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პურის ცხობაში, თათარის მომზადებასა და ჩურჩხლის ამოვლებაში.
ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის ღვინის თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება ჩატარდა. მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცე “ღვინის ჯიშები საქართველოში”.
გაიმართა საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად. ღონოსძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ “თეატრალური კვარტეტი“ და მომღერალი ანა უზნაძე.
ღვინის დღეები თელავში გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი მონაწილეობდნენ.