საგარეჯოში მომხდარი ფემიციდის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგო არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 30 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ადგილობრივების თქმით, ისინი ნათესავის ქორწილში წასასვლელად ემზადებოდნენ და მკვლელობაც ამ დროს მოხდა.
მოკლული გოგონა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს, თუმცა არასრულწლოვანი ქორწინების წინააღმდეგი იყო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახლიდან თავის დაღწევას ცდილობდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო.