საგარეჯოში ქმარმა 14 წლის მეუღლე მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. არსებული ინფორმაციით, გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა ცოლ- ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Knews.ge არკვევს დამაატებით დეტალებს, რომელსაც უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.