როგორია მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ თელავის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ შესახებ.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამისთვის გათვალისწინებული იქნება 200 ათასი ლარი.
პროექტის განხორციელება დაიწყო სექტემბერში და ფაქტობრივად, პირველი ეტაპი უკვე დასრულდა რაც მოიცავდა ინიციატივების წარდგენას მოსახლეობის მიერ თვითმმართველობისთვის, მეორე ეტაპი მოიცავს საპროექტო წინადადებების პირველად გადარჩევას, მესამე ეტაპზე მოხდება საპროექტო წინადადებების კენჭისყრა და მეოთხე ეტაპზე უკვე გამოვლინდება გამარჯვებული.
პროექტი საპილოტეა და თუ რა გამოხმაურება მოყვა მოსახლეობისგან, როგორია მათი მონაწილეობა და ჩართულობა ჩვენს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ.
გადაცემის სტუმრები არიან GIPA-ს ლექტორი, თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ლოლაძე და მუნიციპალიტეტში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ნელი აბეჩხრიშვილი.