ახალი ამბები

თელავში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დღეს გამთენიისას, ქალაქ თელავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის სოფელ შაქრიანში იყო.