მწვანილი, კომბოსტო, ყურძენი – პროდუქტები, რომლებიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატი ინფლაციას 305 სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის.
საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:
მწვანილი – ფასების წლიური ზრდა 75%;
კომბოსტო – ფასების წლიური ზრდა 59%;
ყურძენი – ფასების წლიური ზრდა 47%;
ატამი – ფასების წლიური ზრდა 28%;
კივი – ფასების წლიური ზრდა 25%
მსხალი – ფასების წლიური ზრდა 23%
საზამთრო – ფასების წლიური ზრდა 22%
ტომატ პასტა – ფასების წლიური ზრდა 21%
კარტოფილი – ფასების წლიური ზრდა 16%.