ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როცა ის ველოსიპედით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა. დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანამ, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინკაში გადაიყვანა.
ექიმები ვარაუდობენ, რომ მოზარდს ერთ- ერთი კიდურის მოტეხილობა აქვს. ამ დროისთვის მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.