საგარეჯოში მოქმედი კომპანია “გეო ნუში” ნუშის ზეთს გამოუშვებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია “გეო ნუში”, რომელსაც ბიო ნუშის ბაღი აქვს გაშენებული და ბაზარს ნუშის ზეთს შესთავაზებს.
როგორც გეო ნუშის დამფუძნებელი თორნიკე მჭედლიშვილი აცხადებს, მოსავალს წელს პირველად მიიღებენ. მისი თქმით, კომპანია ადგილობრივ ბაზარს ბიო ნუშით, ნუშის ზეთით და სამომავლოდ სხვადასხვა პროდუქტებით მოამარაგებს.
მისი განმარტებით, კომპანიას აქვს ნუშის პირველადი გადამამუშავებელი საწარმო, თუმცა, წარმოების გასაზრდელას სხვა დანადგარების შეძენაც ესაჭიროებათ.
,,არ მაქვს გამტეხი მოწყობილობა და საწყობი. ამ ეტაპზე გამოწვევაა სასაწყობე და საკრეფი მეურნეობა, რადგან მოსავლის აღება, გადამუშავება, დასაწყობება – ეს უწყვეტი ციკლი უნდა იყოს. თუ მოსავლის აღება დროში გაიწელა, გარე გარსი ახმება და მისი გარჩევა რთულდება. თუ გარჩევა დროულად ვერ მოხერხდება, შეიძლება დასაწყობების დროს დაობდეს”, – აღნიშნა თორნიკე მჭედლიშვილმა.