თელავის ისტორიულ მუზეუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თელავის ისტორიულ მუზეუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ გაიხსნა.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის არის, მასში მონაწილეობის მისაღებად 121 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი ფილმი იქნა წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, 50-ზე მეტი საკონკურსო ფილმი იქნება ნაჩვენები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია- მასში მონაწილეობენ როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ავტორები. საკონკურსო პროგრამაში ცალკე კატეგორიადაა წარმოდგენილი ქართული სტუდენტური ფილმები. ასევე, წელს ფესტივალს დაემატა ვორკშოპები და მასტერკლასები, რომელსაც დარგის უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან.
გამარჯვებულ მონაწილეებს 30 სექტემებერს, ,,ოქროს მტევანის” დახურვის ღონიძიებაზე ქართველი და უცხოეული კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. ,,ოქროს მტევანი” თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება და მის მიზანს წარმოადგენს კინოხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.