ახალი ამბები

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო.

სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) ავტორიზებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.

არაავტორიზებულ პირებს კი, ცნობის მისაღებად განაცხადის დაფიქსირება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში შეუძლიათ. დამზადებული დოკუმენტის ჩამოტვირთვას კი განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიღებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით შეძლებენ.

ცნობების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ბმულზე: https://www.sa.gov.ge/s/notice?Area=