ხანძარი ქალაქ თელავში, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები
ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილობრივების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი მოწყობილობიდან გაჩნდა. შემთხვევის დროს ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა.
თვითმხილველების თქმით, სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები.