სოციალური დანამატის პაკეტი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო
მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, სოციალური დანამატის პაკეტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო.
სოციალური დანამატის სახით, მათზე 620 498 ლარი გაიცა. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრები სტატუსის დანამატის მიმღებთა შორის 9 615 – კაცი და 5 857 ქალია.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრების სტატუსის მქონე სოციალური პაკეტის დანამატი ყველაზე მეტ ადამიანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქვს მიღებული. მათი საერთო რაოდენობა 4 244 პირს შეადგენს, რომელთაგან 2 225 მამაკაცი და 2019 ქალია. მათზე სოციალური დანამატის სახით ჯამშში 176 745 ლარი გაიცა.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრები სტატუსის მქონე სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებ პირთა რაოდენობა კახეთში -554-ს შეადგენს.