ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

მოსახლეობა კახეთში, გახშირებულ ვანდალურ ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს

კახეთში ვანდალური ფაქტების შემთხვევები გაიზარდა.

პირები განზრახ აზიანებენ სკვერებში არსებულ ინფრასტრუქტურას.

გასულ ორ თვეში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა თელავში.

ქალაქში, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, რეაბილიტირებულ სკვერში ატრაქციონები დააზიანეს.

გასულ თვეს ქალაქ თელავსა და სოფლებში ენერგოეფექტური სკამების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა.

დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს ენერგოეფექტური სკამების ზედაპირები, wifi მიმღებები, ჩაამსხვრიეს მინები.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ფაქტებზე რეაგირება შესაბამის სამსახურებს ამ დრომდე არ აქვს.