ახალი ამბები

ქალაქ გურჯაანში მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია უტარდება შენობის ორივე სართულს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იცვლება კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, იატაკის საფარი, გარემონტდება სასწავლო ოთახები, დარბაზი და დერეფნები. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ღობის მოწყობა.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯორჯიან ინჟინირინგი” ასრულებს. სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 574 766 ლარი დაიხარჯება.