სოფელ წინანდალში, ბუნებაში 100 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს
სოფელ წინანდალში, ბუნებაში 100 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.
ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლებას და ბუნებაში მისი აღდგენის ხელშეწყობას. ინიციავიტის ავტორი, “განვითარება და გარემოს ფონდის” დირექტორი, თემურ ტყელამაძე აცხადებს, რომ ფრინველი საჩხერეში, სპეციალურ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი.
მათი თქმით, ზოგი სახეობა გადაშენების პირას არის და მისი აღდგენა მნიშვნელოვანია. ინიციატივის ავტორები ალაზნის ველზე, ბუნებაში გნოლის გაშვებასაც გეგმავენ.