ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
25 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ხორციელდება ოპერატიული ღონისძიებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.