ახალი ამბები

თუშეთში ადგილობრივმა საკუთარ სახლში ადამიანის ჩონჩხი იპოვა

თუშეთში ადგილობრივმა საკუთარ სახლში ადამიანის ჩონჩხი იპოვა.

ცხედრის ნარჩენებს სახლის მფლობელმა სოფელ ომალოში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში მიაგნო. არსებული ინფორმაციით, ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ჭერზე თოკით იყო დაკიდული, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის. ცხედარი სახლის მეპატრონემ იპოვა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა. გარეგნული დათვალიერებით, ექსპერტ- კრიმინალისტები ფიქრობენ, რომ ის წელიწადზე მეტი დროის გარდაცვლილი უნდა იყოს.

ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. რამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება, ამას გამოძიება დაადგენს.