ახალი ამბები

საგარეჯოში ე.წ წიგნის ბუდეები დამონტაჟდა

წიგნის კითხვის მოყვარული ახალგაზრდებისთვის, საგარეჯოში ე.წ წიგნის ბუდეები დამონტაჟდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებს ეკუთვნით. ე.წ წიგნის ბუდეების საშუალებით ახალგაზრდები სხვადასხვა სახის ლიტერატურას გაეცნობიან.

,,კლასგარეშე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ინიციატივის შესახებ, ერთ-ერთი გეგმური შეხვედრის დროს გაჟღერდა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სკვერებსა და გასართობ სივრცეებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონოდათ სხვადასხვა ჟანრის წიგნების გაცნობის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაგალითად, სოფელ უდაბნოში, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში სიმბოლურად სვანური კოშკის იმიტაციის წიგნის ბუდეები განთავსებულიყო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ადმინისტრაციული ერთეულების თავშეყრის ადგილებში, ღია ბიბლიოთეკების მოწყობა მიმდინარეობს. ე.წ. წიგნის ბუდეები ამჟამად საზღვრისპირა სოფელ უდაბნოს სკვერში განთავსდა“,-განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალუტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.