ახალი ამბები

“შუხმან ჯგუფი” კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს

“შუხმან ჯგუფი” კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილია სოფელ კისისხევში დახურული ტიპის კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ტურისტული უძრავი ქონების მიმართულებით ახალ ტრენდს დაამკვიდრებს. კომპანია ასევე 22 კოტეჯის გახსნას კახეთში მომავალი წლისთვის გეგმავს.

“შუხმან ვაინს შატო” არის ტურისტული კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, სადაც გაერთიანებულია, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაცია სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.