ახალი ამბები

ლაგოდეხში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარეები „ლაგოდეხის ხევი“ და “შრომის ხევი” ადიდდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე „ლაგოდეხის ხევი“ და “შრომის ხევი” ადიდდა. უხვი ნალექის გამო მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან.

ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. ადგილობრივი ტექნიკით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

„იმ შემთხვევაში, თუ კალაპოტებში წყლის დონე მოიმატებს, მობილიზებული გვყავს ტექნიკა, რომელიც სტიქიის პირველივე წუთიდან კალაპოტის ნაპირგამაგრებით სამუშაოებს ასრულებს. ჩვენი სამსახურები, საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული და ყველა შემთხვევაში მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.