ახალი ამბები

წინანდალში გამოფენა “აბსტრაქციის სივრცითი შეგრძნებები” გაიხსნა- ფოტოები

წინანდლის მამულში გამოფენა “აბსტრაქციის სივრცითი შეგრძნებები” გაიხსნა.

დავით კაკაბაძისა და სხვადასხვა პერიოდის სხვა ქართველი მხატვრების აბსტრაქტული ნამუშევრების დათვალიერებას წინანდლის ფესტივალის განმავლობაში ვილის ტერიტორიაზე, 11 სექტემბრიდან კი ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში შეძლებთ.

,,გამოფენა კიდევ ერთხელ შეახსენებს დამთვალიერებელს აბსტრაქტული ხელოვნების მნიშვნელობასა და ქართველი მხატვრების ჩართულობას მისი განვითარების გზაზე. აბსტრაქცია მოდერნისტული ხელოვნების მთავარი გამოცდილებაა, რომლის მეშვეობით ურთულესი ეპოქის აღქმები და შეგრძნებები გადმოიცა და რომელიც დღესაც აქტუალური და მრავალი თანამედროვე მხატვრის სამეტყველო ენაა. გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექცია მოდერნისტული საწყისების თანამედროვეობასთან დაკავშირების მცდელობაა”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.