ახალი ამბები

საგარეჯოსა და თელავში მუსიკალური საღამოები გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 9 სექტემბერს ქალაქ საგარეჯოში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და 10 სექტემბერს, თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუსიკალური საღამოები გაიმართება.

ღონისძიებები ორივე ქალაქში 19:00 საათზე დაიწყება. ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და კულტურული აქტივობა დახვდებათ. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.

მოეწყობა კვების სივრცე და გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. მუსიკალურ საღამოებს საგარეჯოში, სალი ცინცაძე, ანა თათარაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ხოლო თელავში, აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკვერაძე, “თეატრალურის კვარტეტი” და SALIO დაასრულებენ გრანდიოზული კონცერტით.