ახალი ამბები

სტიქიის შედეგები სოფელ მაღრაანსა და არგოხში- ფოტოები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაღრაანსა და არგოხში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა სასოფლო -სამეურნეო სავარგულები, ვენახები და საცხოვრებელი სახლები.

სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური.

კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების შესწავლა.