ახალი ამბები

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში ძლიერი სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ამ დროის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია თელავის, ახმეტის, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტები. სტიქიამ ვენახები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და მანქანები დააზიანა. გადახდილია სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია.

სტიქიამ სოფელ არგოხში, ფიჩხოვანსა და მაღრაანში სრულად გაანადგურა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უამინდობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, მათ მოსავალი ერთ კვირაში უნდა მიეღოთ.

ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.