რა ზარალი მიაყენა სტიქიამ თელავის 6 სოფელს- ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნაფარეულში, სანიორეში, ართანაში, ფშაველში, ჯუღაანსა და ლალისყურში სტიქიის შედეგად სასოფლო -სამეურნეო სავარგულები, ვენახები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
,,სტიქიის ზონაში გუშინ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი. დღეს დილიდანაც სოფლებში დაზარალებულებს ვხვდებით, ადგილზე იმყოფებიან ზარალის დამთვლელი კომისიების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების შესწავლა.