ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის, ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ღობეები, დაიტბორა სარდაფები და ეზოები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები, გზებზე წაქცეულია ხეები.

ამ დროისთვის, უკვე მობილიზებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, რათა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები.