ძლიერი სტიქიის გამო სიღნაღში მცხოვრებლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერმა სტიქიამ, ქარმა, სეტყვამ და წვიმამ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
დაზიანდა ვენახევი, ხეხილის ბაღები, საცხოვრებელი სახლები და მანქანები. ქარმა დაგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რია გამოც მოსახლეობის გაკვეულ ნაწილს, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მერიის ინფორმაციით, ენერგო-პრო სრულად მობილიზებულია პრობლემის აღმოსაფხვრელად და სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში.