სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზიანა, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი.
გურჯაანში მცხოვრებლების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა.
განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.