ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა წალკის კანიონი მოინახულეს
ლაგოდეხის მერის ინიციატივით, ლაგოდეხელმა 60-მა ექსტრემალური თავგადასავალის მოყვარულმა ახალგაზრდამ, წალკის კანიონზე, ბუნების საოცრებებით გარშემორტყმულ გარემოსთან ერთად, თვალისმომჭრელი 240 მეტრიანი პანორამული შუშის ხიდი, პეიზაჟები, ,,კასკადური ჩანჩქერი“, ,,გიგანტური საქანელა’’ და ,,ბრილიანტის ხიდი’’ მოინახულეს.
გამგზავრებამდე, ახალგაზრდებს, ჯონდო მდივნიშვილი შეხვდა. მისი ინფორმაციით, მერიის ფეისბუქ გვერდზე, ეტაპობრივად, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტებში მონაწილეობის მსურველთათვის, სპეციალური დასარეგისტრირებელი ბმულები თავსდება, რისი საშუალებითაც მათ, შესაძლებლობა ეძლევათ, მერიის ახალგაზრდულ პროექტებში ჩაერთონ.
,, ამჯერად, ეკო ტურიზმით დაინტერესებულმა, 60-მა ბავშვმა, წალკის ულამაზესი კანიონი დაათვალიერა. ეს, ჩვენი, მორიგი წარმატებული ახალგაზრდული პროექტია“, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.