ქალაქ თელავსა და სოფლებში, ენერგოეფექტური სკამების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა-ფოტოები
ქალაქ თელავისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსებული ენერგოეფექტური სკამების დაზიანების მორიგი ფაქტები დაფიქსირდა.
დაზიანებულია ენერგოეფექტური სკამების ზედაპირები, wifi მიმღებები, ჩამსხვრეულია მინები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტების შესახებ უკვე ინფორმირებულია სამართალდამცავი უწყება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ვანდალური ფაქტების ჩამდენ პირთა წინააღმდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.