ახალი ამბები

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის 39 წლის გახდებოდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალთან, ადგილობრივები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.მათ გვირგვინებით შემკეს მემორიალი და პატივი მიაგეს გარრდაცვლილის ხსოვნას.

IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა.
გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.