აუცილებელი სარემონტო ხელსაწყოები
როცა საქმე სარემონტო სამუშაოებს ეხება, სჯობს, თადარიგი რაც შეიძლება ადრე დაიჭიროთ.
წინასწარი მომზადება შემდგომში არაერთ დაბრკოლებას აგაცილებთ თავიდან და რემონტის გაწერილ ვადებში დასრულებაში დაგეხმარებათ.
რემონტის დასაწყებად მუშახელის მოძიებასთან ერთად საჭირო ხელსაწყოების მოძიებაც მნიშვნელოვანია. თუ დაბნეული ხართ და არ იცით, რომელი ინსტრუმენტები უნდა შეიძინოთ, ჩვენი რეკომენდაციები აუცილებელი სარემონტო ხელსაწყოების სიის შევსებაში დაგეხმარებათ.
ელექტრო ხელსაწყოები
დღესდღეობით სარემონტო სამუშაოების წარმართვა ელექტრო ხელსაწყოების გარეშე წარმოუდგენელია. ინსტრუმენტები, როგორებიცაა მაგ. პერფერატორი და შესადუღებელი აპარატი, ნებისმიერ საქმიანობას ამარტივებს. ამ აპარატების დახმარებით სხვადასხვა ტიპის აპარატურას ამონტაჟებენ. ასე რომ, თქვენი სახლის საჭირო ინვენტარით შევსებისთვის ელექტრო ხელსაწყოები აუცილებლად დაგჭირდებათ.
თუ რემონტის დაწყებას გეგმავთ, გირჩევთ, ახლავე ეწვიოთ სამშენებლო და სარემონტო მაღაზიებს, შეისწავლოთ ბაზარზე არსებული ფასები და თქვენთვის სასურველი ბრენდის ხელსაწყოები აარჩიოთ.
პერფერატორი
სარემონტო ხელსაწყოების ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პერფერატორია. პერფერატორები ერთმანეთისგან სიმძლავრით განსხვავდება. მათი დახმარებით შესაძლებელია მყარი კონსტრუქციების გაბურღვა.
თანამედროვე პერფერატორები
მრავალფუნქციურია. მათ ჩაქუჩის დანიშნულებაც შეითავსეს. ამის წყალობით გაცილებით მყარი მატერიის გაბურღვა გახდა შესაძლებელი.
ბაზარზე პერფერატორების ფასი 500-დან 1300 ლარამდე მერყეობს.
შესადუღებელი აპარატი
ელექტრო ხელსაწყოებიდან კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტი შესადუღებელი აპარატია. ის მეტალების შედუღების მიზნით გამოიყენება და შენობის რეკონსტრუქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
შესადუღებელი აპარატის შეძენა დღეს უკვე ინტერნეტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. მისი ღირებულება დაახლოებით 300 ლარია.
სამღებრო/სალესი ხელსაწყოები
თუ ინტერიერის განახლება გსურთ, ამ ამოცანის შესრულებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ სამღებრო/სალესი ხელსაწყოები. მოიმარაგეთ შპატელი, ქაფჩა და ქლიბი. მათი შეძენის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ რემონტს.
რომელ ხელსაწყოებს უნდა მოიცავდეს სახლის სარემონტო ინსტრუმენტების ნაკრები
რემონტის გარდა ხშირად სარემონტო ხელსაწყოები ყოველდღიურობაშიც გვჭირდება. საყოფაცხოვრებო დაბრკოლებებთან გასამკლავებლად რამდენიმე ინსტრუმენტის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით დაზიანებული ნივთების შეკეთებას შეძლებთ, რაც ზარალის თავიდან არიდების შანსია.
თქვენი სახლის სარემონტო ინსტრუმენტების ნაკრები აუცილებლად უნდა მოიცავდეს ისეთ ხელსაწყოებს, როგორებიცაა ჩაქუჩი, ქანჩები, ხრახნები, ლურსმნები და ჭანჭიკები. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში ნივთები ხშირად ზიანდება და აპარატურა მწყობრიდან გამოდის, უმჯობესია, მსგავსი ატრიბუტები მუდმივად ხელთ გქონდეთ. საჭირო დროს მათი ქონა მეტად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს და დიდი დახმარება გაგიწიოთ.
გირჩევთ, ეს ნივთები ხელმისაწვდომ ადგილას შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ ძებნაში დიდი დრო არ დაკარგოთ.
ქანჩები და ქანჩის გასაღები
სახლის სარემონტო ინსტრუმენტების ნაკრები აუცილებლად უნდა მოიცავდეს ქანჩებს. მათთან ერთად ქანჩის გასაღებიც დაგჭირდებათ. ქანჩების დახმარებით შეგიძლიათ დაამაგროთ ნივთები, ქანჩის გასაღებით კი თავად ქანჩებსა და ხრახნებს აამუშავებთ.
კარგი იქნება, თუ ხელსაწყოების შერჩევისას მათ ხარისხსაც გაითვალისწინებთ, რადგან დაბალი ხარისხის შემთხვევაში, შესაძლოა, ინსტრუმენტი მალევე უსარგებლო გახდეს. რა აზრი აქვს საჭირო ატრიბუტების ქონას, თუ მათ ვერ გამოიყენებთ?
ბრტყელტუჩა/მაკრატელი
ქანჩების გარდა, სარემონტო ატრიბუტების ნაკრებში ბრტყელტუჩა და
მაკრატელიც უნდა გედოთ. ისინი ელემენტარული სამუშაოების შესრულებაში დაგეხმარებათ და ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ.
ალბათ, თქვენთვისაც ნაცნობია ის სიტუაციები, როდესაც ამ ინსტრუმენტების საჭიროება დგება. თავგამოდებით ეძებთ ბრტყელტუჩას მავთულის გადასაჭრელად და თუ ვერ იპოვეთ, იძულებული ხართ, უახლოეს მაღაზიას ესტუმროთ ან დახმარების ხელი თქვენს მეზობელს სთხოვოთ. თუმცა, ზოგჯერ ვითარება ისეთია, რომ დრო არ ითმენს. ამგვარ გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ამოყოთ თავი, გირჩევთ, ეს ნივთები წინასწარვე შეიძინოთ და უსაფრთხო, ხელმისაწვდომ ადგილას გადაინახოთ.
ჩაქუჩი
ჩაქუჩი ოჯახში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთია. მის გარეშე უმარტივესი ამოცანების შესრულებაც კი წარმოუდგენელია.
წარმოიდგინეთ, რომ ლურსმნის დაჭედება გჭირდებათ, რათა ინტერიერი თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუშით გაამრავალფეროვნოთ. პირველი, რაც თავში მოგივათ, ჩაქუჩია. ამ და კიდევ ბევრ სხვა სიტუაციაში ჩაქუჩი პირველადი მნიშვნელობის ატრიბუტია.
შეჯამება
თუ სარემონტო სამუშაოებში გათვითცნობიერებული არ ხართ, ბუნებრივია, რომ თქვენში სარემონტო ხელსაწყოების დასახელებები დაბნეულობას იწვევს. ჩვენი რეკომენდაციები აუცილებელი ინსტრუმენტების სიის შედგენაში დაგეხმარებათ. გადახედეთ ბაზარზე არსებულ ფასებს და რაც შეიძლება მალე შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ბრენდისა და ღირებულების ტექნიკა.
თუ ხელსაწყოებს სახლის სარემონტო ნაკრების შესავსებად ეძებთ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ამ კუთხითაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. გვერწმუნეთ, ამ ტიპის ატრიბუტები ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დაბრკოლების იოლად გადაჭრაში დაგეხმარებათ.
(R)