თელაველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი, მსოფლიო თასის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელი გახდა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, თელაველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი, მსოფლიო თასის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელი გახდა.
ჩემპიონატი ბაქოში მიმდინარეობს. მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$ შეადგენს. საიდანაც, ჩემპიონი 110 000$ მიიღებს, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო – 50 000$.
თითოეული მატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობას დამატებითი ტაი-ბრეიქი გაარკვევს.
აღსანიშნავია, რომ ბელა ხოტენაშვილმა მსოფლიოს რეიტინგ-სიის მეოთხე ნომერი, ჰამპი კონერუ დაამარცხა დამატებით ტაი-ბრეიქში და მსოფლიოს თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
დამატებით ორი სწრაფი პარტიისგან შემდგარ მატჩში ბელამ ორივე მოიგო და დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე.
მეოთხედფინალში ქართველი დიდოსტატი ჩინელ ტან ჟონგს დაუპირისპირდება.