221 602 მსესხებელი საქართველოში კრედიტს ვერ იხდის
საქართველოში მსესხებლების 11,5%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 221 602 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 441 331 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 600 ადამიანს აქვს, ჯამში 40 799 161 664 ლარის მოცულობის.
მსესხებლების 82.5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 37 141 105 294 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 594 349 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.5%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 119 823-ია.
გარდა ამისა, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 765 588 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 172 567 235 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 129 008 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 22 465 ადამიანს კი, ჯამში 485 489 135 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 361 ადამიანს უფიქსირდება