კახეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და კახეთში 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
კახეთში, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ასევე, კუთვნილ მიწის ნაკვეთში ჰქონდათ მოწყობილი.
იმერეთსა და კახეთში, ორივე ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიფლისა და წაბლის სახეობის 21 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.