16 წლის საბამ გურჯაანიდან, მეორადი პლასტმასიგან პირველი ქართული ეკო მეგობრული დინამიკი შექმნა
16 წლის საბა მანიჟაშვილმა გურჯაანიდან, მეორადი პლასტმასიგან საკუთარი ხელით შექმნა პირველი ქართული ეკო მეგობრული დინამიკი “ჩასძახე”, რომელიც მალე ნახევრად ავტომატიზირებულ წარმოებაში ჩაეშვება.
საბას პროდუქტით უკვე დაინტერესდა ქართული ხმოვანი ასისტენტი Ertaoza – ერთაოზა , რომლის კოდის ინტეგრირებაც მოხდება დინამიკში.
საბას პროექტი არ დარჩა უყურადღებოდ ,,ტენესთვისაც”. კომპანიის ინფორმაციით, დინამიკის ღირებულება 200 ლარია, მაგრამ ვინც მათ ჩააბარებთ პლასტმასას და შეაგროვებს 10 ტენე ქოინს, უსასყიდლოდ მიიღებს დინამიკს.