ახალი ამბები

ხაშლამა საუკეთესო ცხვრის ხორცის კერძების მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა

ხაშლამა მსოფლიოში საუკეთესო ცხვირს ხორცის კერძების რეიტინგში მეოთხე ადგილზე გავიდა. რეიტინგს tasteatlas.com აქვეყნებს.

რეიტინგის სათავეშია და ხუთეულის ყველა დანარჩენი ადგილი უკავია თურქულ კერძებს. რეიტინგში ჯამში 10 თურქული კერძია დასახელებული. 50-კერძიან რეიტინგში ასევე შესულია 5 ბერძნული და 1 იტალიური კერძი.