ქალაქ ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ქალაქ ახმეტაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად მოასფალტების სამუშაოები სტადიონთან, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და შეადგენს 125 464 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბახტრიონი -2012’’ ასრულებს.