ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება.

„შედარებით მაღალი ტემპერატურაა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც 14 აგვისტოს ჩათვლით, 34-დან 39 გრადუსამდე ტემპერატურა ნარჩუნდება. 15-16 აგვისტოდან სიცხე შენარჩუნდება, მაგრამ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-3 გრადუსით დაიკლებს.

მომავალი კვირის პირველ ნახევარში მაინც მაღალი ტემპერატურა იქნება. შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ არ იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მგრძნობელობა მაღალი იქნება“,- აღნიშნა გვაზავამ.